საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე – რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე, მაგრამ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ ყოფილა

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა.
გოგა მემანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, პოლიცია სწორედ ამიტომ არის მობილიზებული.
„მე რაც ვნახე აქ – მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე.
ვინ მიიღო ფიზიკური დაზიანება? აქციის მონაწილეებს ვხედავ, მაგრამ პოლიციელების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. აქ რომ არ მოხდეს შენობის [პარლამენტის] პიკეტირება, მაგიტომ ვდგავართ აქ“, – აღნიშნა მემანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამართალდამცველები ცდლობდნენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისგან, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ