საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება და სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.
ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევა მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ.
“როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე პარაკლისი აღევლინება და ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა დაიწყება.
ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ”, – ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება