ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს.
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი „ტვ პირველთან“ აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ჩაინიშნა.
შეხვედრაზე დაბარებულია თავად არქიმანდრიტიც, თუმცა, ამ ეტაპისთვის, როგორც ცნობილია, ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
შესაბამისი ოქმი კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ გამოქვეყნდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.