საპატრიარქოს განცხადება: ვანდალური აქტის გამო, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიის დაშვება აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სამების ტაძარში ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, დღეს და ხვალ, მედიასაშუალებების წარმომადგენლები აკრედიტაციის გარეშე სამების ტაძარში არ დაიშვებიან.

„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია იოსებ სტალინი, საღებავი შეასხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში