ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

თბილისობის პირველ დღეს, 20 სექტემბერს დედაქალაქის მერიამ „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი გადასცა შვიდ ადამიანს, მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები. სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა .
საპატიო მოქალაქის სტატუსით დააჯილდოვეს:
· ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი;
· ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი;
· ჯენარო ქრისტესაშვილი - რეპროდუქტოლოგი;
· დავით ევგენიძე - კომპოზიტორი;
· ზურაბ თურმანიძე - ზოგადი ქირუდგი;
· ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი;
· ნანული აბესაძე - მსახიობი.
„საპატიო თბილისელების“ გამოვლენამდე ცერემონიალების სასახლის (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) ეზოში კონცერტი გაიმართა, სადაც იმღერა მაია ჯაბუამ.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
radiotavisupleba.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.