ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპარლამენტო დელეგაციამ მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთში შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ლევან ქარუმიძესთან და კომიტეტის წევრ სალომე ქურასბედიანთან ერთად, ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხრისტო გაჯევს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მხარეებმა ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებზე.
„ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ კუთხით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
სოფიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ბულგარეთის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ელენა შეკერლეტოვასთან და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ევროკავშირის საკითხებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ეკატერინა დიმიტრუშევასთან.
ბულგარეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.