არქივი20 მაისი, 2024, 16:07
საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრა გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან.
შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე, მედიის როლსა და მნიშვნელობაზე.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა პარლამენტის შენობა და გააცნო ინფრასტრუქტურული სიახლეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.