ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპარალმენტო უმრავლესობა ცდილობს ხალხი შეცდომაში შეიყვანოს - პრეზიდენტის მდივანი ვეტოზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, როცა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე დადებულ ვეტოს მოტივირებული შენიშვნების გარეშე წარმოაჩენს.
სპეციალურ ბრიფინგზე მსხილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია და მასში დეტალურად არის აღწერილი კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა რუსული კანონის ამოქმედებით.
"არის განმარტებული, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული, არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული - რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია". - თქვა მსხილაძემ ბრიფინგზე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, კანონის მოტივირებული შენიშვნებით მიბრუნებულ ვერსიაში ჩამატებული ერთი წინადადება, რომელიც “კანონის ერთი დღით ამოქმედებას” უკავშირდება წარმოადგენს იურიდიული ტექნიკას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს - "კანონი თუ არ ამოქმედდა, ისე ვერ გაუქმდება". - თქვა მსხილაძემ

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.