საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობას სუფთა წყალიც არ აქვს – ომბუდსმენი

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა და ასევე გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ხურვალეთის დევნილთა დასახლება და სოფლის მოსახლეობა მოინახულა, სადაც მათ პრობლემებს გაეცნო.
სახალხო დამცველის თქმით, “როგორც ძალიან ბევრ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში, სუფთა წყალი არც ხურვალეთის მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი”.
“მათ ასევე აწუხებთ მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, რაც სოციალურად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ დევნილებს კიდევ უფრო უძვირებს გადაადგილების ხარჯებს. სოფლის მოსახლეობამ ამბულატორიების კეთილმოწყობის საკითხზეც ისაუბრა; მათი თქმით შენობებში არსებული პირობები სერვისებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, ხელისუფლებისგან სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერას ითხოვენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, ტექნიკის სიმცირის გამო მოსავლის აღება უგვიანდებათ”.
სახალხო დამცველმა მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას – გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ ადამიანთა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივი საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია