ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ხვითთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ხვითთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. ქართული მხარის ცნობით, დაკავება სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს ცნობით დაკავებულმა საოკუპაციო ხაზი ტრაქტორით გადაკვეთა და დაკავების შემდეგ განაცხადა რომ სოფელ ისაკყაუში ნათესავების მონახულებას გეგმავდა.
"ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას" - ტრადიციულად წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.