პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ 8 სექტემბერს დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუსში.
ჰამლეტ მარგველაშვილი საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა საოკუპაციო ხაზი ტრაქტორით გადაკვეთა და დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ ისაკყაუში ნათესავების მონახულებას გეგმავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.