ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანქცირებულმა მოსამართლე ენუქიძემ, idfi-ის აღმასრულებელი დირექტორი 5000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლე ენუქიძემ, idfi-ის აღმასრულებელი დირექტორი 5000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ, idfi-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 5000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება ენუქიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კლდიაშვილს შსს 4 იანვარს, რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი, რასაც გომელაურის უწყება გიორგი კლდიაშვილს ედავება. ამავე შინაარსის კიდევ 3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე არის სასამართლოში შეტანილი, რომელთა განხილვა სასამართლოში მომდევნო დღეებში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.