“სანქცირებულები „ოცნებას“ აშანტაჟებენ” – მეზვრიშვილი სასამართლო კლანზე

პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
„ოცნებას“ რეალურად მურუსიძე-ჩინჩალაძის გაშვება არ უნდა. ერთად ბევრი სიბნელე აქვთ გაკეთებული და სანქცირებულები „ოცნებას“ აშანტაჟებენ. „ოცნებასაც“ ბნელები წინა და პოსტ საარჩევნოდ სჭირდება. ასე თუ არ არის, რატომ არ იწყებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მოსახსნელად? რატომ არ ახორციელებენ ცვლილებებს სანქცირებულების და მათი დაჯგუფებისთვის პრივილეგიების ჩამოსართმევად? რატომ არ ქმნიან დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ საგამოძიებოს მათი კორუფციის გამოსაძიებლად? ეს არის გამოსვალი, რაც რეალურად არსებობს, მაგრამ „ოცნება“ უარს ამბობს. ვეტინგი უბრალოდ საბაბია.
სისტემას სანქცირებულები და მათი დაჯგუფება თუ არ მოაშორეს, არც გაწევრიანების მოლაპარაკებები იქნება და არც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ოცნებაში ეს იციან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია