“სანქცირების შემდეგ პრემიერი არის “პაროდია”” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ესტონეთის და ლიეტუვის სანქციების სიაზე საუბრისას, მედიასთან განმარტავს რომ სანქციების შემდეგ პრემიერი არია პაროდია.

“პრემიერ-მინისტრი რომ სანქცირებულია ევროკავშირის ერთი, ორი ან უფრო მეტი ქვეყნის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ განახორციელებს თავის უფლებამოვალეობას. მისი მოვალეობა რა არის? რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობები ჰქონდეს. ურთიერთობების დეგრადაციის პროცესი უკვე იმ დონეზეა, რომ კანონზომიერია, რომ ეს პროცესი განვითარდეს და გაფართოვდეს.

არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აშშ-ს პოზიციასაც ვხედავთ უკვე. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლება სტერილურია უკვე საერთაშორისო გაგებით, არათუ საგარეო ურთიერთობებში, არამედ შიგნითაც, რამდენიმე შენობას აკონტროლებენ. რას აკონტროლებენ? შენობიდან შენობაზე გადარბენაზე არიან დაცვით.

ჩვენ კი ვიცით, რომ ის თოჯინაა სხვის ხელში, მაგრამ წმინდა ფორმალური გაგებითაც კი, თავი გავანებოთ ამ მანკიერებას, რაც მმართველობის სისტემაშია დამკვიდრებული, ის პოლიტიკურ კომაშია. მას არანაირი დიაპაზონის რეალური მოქმედების საშუალება არ აქვს და თუ ბიძინას ასეთი სურვილი აქვს, ეჯდება კაბინეტში, ეწერება კობახიძე. ის არ არის რეალური, ქმედითი პრემიერ-მინისტრი, არის პაროდია, ისევე როგორც ტრაგიკომედიაა პრეზიდენტი.”- ამბობს გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული