ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სანქციები ვერ შეგვაკავებს” – კალაძე ამერიკას და დიდ ბრიტანეთს

“სანქციები ვერ შეგვაკავებს” – კალაძე ამერიკას და დიდ ბრიტანეთს

თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებზე ამბობს, რომ ის მათ, ქართულ ოცნებას ვერ შეაჩერებს და ტრადიციულად, ქვეყნის ინტერესებს იშვეილებს არგუმენტად:
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მოლოდინიც გვაქვს, ეს არის ურთიერთობების გადატვირთვა. ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ბოლომდე დაამარცხოს „დიფ სტეიტი“, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში. შევძლებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, ურთიერთობების გაღრმავებას – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აშშ-თან. სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია
განცხადება, რომ ეს ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.