“სანქციები აუცილებლად იქნება, სახ. დეპი უკვე ემზადება” – იან კელი

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი, ტვ პირველთან, ამბობს:
“ქართულ ოცნებას” მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა და ვიცით, რა არის ეს ფასი. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შეუძლია სანქციების გამოყენება. ფინანსური სანქციები, საბანკო ანგარიშების გაყიდვა, ამერიკასა და ევროკავშირში შემოსვლის და მოგზაურობის აკრძალვა. თუ საბოლოოდ კანონს გაიტანენ, თუ ძალადობას გააგრძელებენ ე.წ ტიტუშკებისა და პოლიციის საშუალებით, თვალსაჩინოა, რომ მოუწევთ ამისთვის ფასის გადახდა. სანქციების გამოყენება უკვე ვნახეთ მოსამართლეების წინააღმდეგ, მაგრამ იგივე უნდა მოხდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ კანონს იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ემზადება, გეგმავს რაღაცის გაკეთებას, უბრალოდ, ელოდება კანონპროექტის კანონად ქცევას. სანქციები აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება!

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“