ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სანქციებიც იქნება, ვერც აღიარებას მიაღწევენ და პროტესტიც გაგრძელდება” – გიგა ლემონჯავამ საპატიმრო დატოვა

“სანქციებიც იქნება, ვერც აღიარებას მიაღწევენ და პროტესტიც გაგრძელდება” – გიგა ლემონჯავამ საპატიმრო დატოვა

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა, გიგა ლემონჯავამ 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

ვერ გატეხეს, ვერ ათანამშრომლეს, ვერ “მოათვინიერეს”, ვერ გააქციეს. 

პოლიტიკური ლიდერებისთვის ახალი, აბსოლუტურად გიჟური ბრალის წარდგენა ამითაა განპირობებული. 

სანქციებიც იქნება, ვერც აღიარებას მიაღწევს ეს რუსული რეჟიმი და პროტესტიც გაგრძელდება. 

ჩამოშლა რეჟიმს, თავისუფლება საქართველოს!” – წერს გიგა ლემონჯავა გათავისუფლების შემდეგ. 

გიგა ლემონჯავა 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.