სანქციების ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს, რამდენიმე თვის წინ საქართველოში ჩამოსული იყო მაღალი დონის დელეგაცია, -ის სანქციების მთავარი კოორდინატორი, ბატონი ო'ბრაიენი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შედგენილი ეფექტიანი სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეამდე არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების.
„არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას და ეს ასეც მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველომ დროულად მოახდინა ყველა საფრთხის იდენტიფიცირება.
„ჩვენ ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ათასამდე ასეთი შემთხვევა იქნება იდენტიფიცირებული, სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან ს მიმართულებით, იმავე წამს დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი ათასი შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, რომ დროული პრევენციები მოახდინეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ