სანტექნიკოსებისა და ელექტრიკოსების შემოსავალი წლიურად $100,000 დოლარი გახდება - Nvidia-ს ხელმძღვანელი

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, მომავალ წლებში “ლურჯსაყელოიანების”, ანუ იმ პროფესიების წარმომადგენლების წლიური შემოსავლები, რომლებიც სანტექნიკაზე და ელექტროობაზე მუშაობენ, $100,000 დოლარს მიაღწევს.
მისი თქმით, ამჟამად, ელექტრიკოსის საშუალო შემოსავალი $55,000 დოლარია, სანტექნიკოსის კი - $36,000.
როგორც ჰუანგმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, მათი ანაზღაურების მკვეთრი ზრდის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი მონაცემთა ცენტრების მშენებლობების აქტიურად დაწყება იქნება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.