ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანიოლს არაბებმა დაუძახეს, დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან...

ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ისიც არ არის უცნაური, რომ "ჯვაროსნების" დამრიგებელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლის შემდეგ მსურველები გამოუჩნდნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, სანიოლის სამსახურით "ალ იტიჰადია" (საუდის არაბეთი) დაინტერესებული. მის გარდა, განიხილავენ კიდევ სამი ფრანგი სპეციალისტის ვარიანტს - ერვე რენარის (ვისი ხელმძღვანელობითაც ბოლო მუნდიალზე საუდებელმა არგენტინა დაამარცხეს), ლორან ბლანის და კრისტოფ გალტიესი.

ვნახოთ, შეჩერდება თუ არა "ალ იტიჰადის" საბოლოო არჩევანი სანიოლზე და თუ შეჩერდება, იქონიებს თუ არა გადამწყვეტ გავლენას ფინანსები, რომელიც არაბებს ჩვენზე გაცილებით მეტი აქვთ...

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.