არქივი24 თებერვალი, 2025, 13:14
სანდრო ცნობილაძე: ჩხრეკას ჩემს აქციებზე დგომას ვუკავშირებ

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციაა შესული.
ცნობილაძს თქმით, სახლიდან ამოღებულია ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.
" არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი, მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი. ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ",- ამბობს სანდრო ცნობილაძე ჟურნალისტებთან.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.