სანდრო რაქვიაშვილი – სააკაშვილმა „ნაცების“ გაერთიანების გზა აირჩია, „ნეონაცების“, „ყვითელი ნაცების“: „ლელო“, ჯაფარიძე, მელია, გვარამია, თუმცა ჩვენ კომპლექსი არ გვაქვს ვილაპარაკოთ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ – თუ უნდათ, სიამოვნებით მივალ

კომპლექსი არ გვაქვს ვილაპარაკოთ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის ს ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნასთან დაკავშირებით.
რაქვიაშვილის თქმით, სააკაშვილმა „ნაცების“ გაერთიანების გზა აირჩია, თუმცა “გირჩს” არც „ქოცობის“ და არც „ნაცობის“ იალიყის “მიწებების არ ეშინია” და თუ იქნება მეორე მხრიდან კომუნიკაციის სურვილი, სიამოვნებით მივა.
„მე უფრო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა „ნაცის“ გაერთიანების გზა აირჩია, მე უფრო ასე აღვიქვი. მე რატომღაც მგონია, რომ ეს არის „ნაცებისთვის” ნათქვამი, ოღონდ არა მარტო შიდა პარტიული, არამედ, „ნეონაცები“, „ყვითელი ნაცები“: „ლელო“, ჯაფარა, მელია, გვარამია. თუ ვცდები და მართლა საუბარია ფართო დისკუსიაზე, როგორი ქვეყანა გვინდა, ეკონომიკაში, სოციალურ დახმარებაში – ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ამაზე საუბრის, არანაირი კომპლექსი არ გვაქვს ვილაპარაკოთ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“.
როცა ჩამოყალიბდებიან, თუ უნდათ ჩემთან ლაპარაკი, სიამოვნებით მივალ. ჩვენ ზოგადად ასე ვუყურებთ არჩევნებს: გვაქვს პოლიტიკური მიზნები და არჩევნების შემდეგ გვინდა მაქსიმალურად ვივაჭროთ, გამოვივაჭროთ ჩვენი მიზნების მიღწევა. „ქოცები“ რაც არიან ვიცი, რაღაც ფანტასტიკა თუ არ ჩაიდინეს. აი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიცი და რაც უფრო ადრე ჩამოყალიბდებიან, უკეთესი.
ჩვენ არაფრის გვეშინია. არც „ქოცობის“ მიწებების და არც „ნაცობის“. როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკაში უნდა იყვნენ „ნაცები“, ქოცები“ და ჩვენ – იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ასე მარტივად მოვიგებთ, იმიტომ ვამბობთ, რომ რეალობა ასეთია. არის „ქოცების“ იდენტობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე გადის და არის „ნაცების“ იდენტობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე გადის, მეტი არცერთ პარტიას არ აქვს იდენტობა. ყველამ იცის, რომ ჩვენ არც „ნაცებთან“ ჩხუბი გვინდა, არც „ქოცებთან“. ჩვენ გვინდა, რომ ერთ ქვეყანაში მშვიდობიანად ვიცხოვროთ, წესიერი სასამართლო გვქონდეს, ეროვნული ბანკი არ გვყავდეს და ა.შ.“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს