არქივი1 სექტემბერი, 2025, 11:39
სანდრო ნებიერიძე პიანისტთა 65-ე საერთაშორისო კონკურსის 6 ფინალისტს შორისაა

სანდრო ნებიერიძე ფერუჩიო ბუზონის სახელობის პიანისტთა 65-ე საერთაშორისო კონკურსის 6 ფინალისტს შორისაა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინალური ტური გაიმართება 2-4 სექტემბერს, სადაც კონკურსანტები როგორც სოლო, ასევე კამერულ ნაწარმოებებს წარადგენენ პრესტიჟულ ,,simply_quartet” – თან (ვენა) ერთად.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.