არქივი15 იანვარი 2024, 06:10
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო.
2023 წელს ტუნისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.