სანაპიროზე პოლიცია კვლავ აკავებს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს

თბილისში, სანაპიროზე მსვლელობისას პოლიცია კვლავ აკავებს საპროტესტო მარშის მონაწილეებს, რომლებიც თბილისი მოლთან გამართული აქციიდან მიდიან ქალაქის ცენტრისკენ. დაკავებულებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე.
ცნობილია, რომ სანაპიროზევე დააკავეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრი, თამარ თევზაძე – დაკავების კადრებში ჩანს რომ ის დაკავებისას შეუძლოდაა და სავარაუდოდ გონება აქვს დაკარგული.
დაკავებულებს შორის არის კოალიცია ცვლილებების წევრი, ლუკა თეთრაძეც.
ცნობილია კიდევ ერთი დაკავებულის, ეკატერინე აბაშიძის ვინაობაც.
დაკავებულების რაოდენობის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დაკავებულების შესახებ არც თბილისი მოლის აქციის შესახებ არ გაუვრცელებია – უწყების პრესსამსახური ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას ამ დრომდე არ პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…