ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.
„ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უცხოელი აგენტის შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე"-, წერს დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.