ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სანამ ივანიშვილი მის გაყინულ ანგარიშებს არ დაინახავს, ვერ მიხვდება, რას ვგულისხმობთ” – გალერი

“სანამ ივანიშვილი მის გაყინულ ანგარიშებს არ დაინახავს, ვერ მიხვდება, რას ვგულისხმობთ” – გალერი

ვროპარლამენტარი, მაიკლ გალერი ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
“მთავარ არხთან” ის ნიკა გვარამიას ძალადობრივად დაკავებასა და პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გაუმართლებელი ქმედებაა, რასაც გმობს.
“ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, სრულიად გაუმართლებელი ქმედება, რომელსაც ვგმობ. “ქართული ოცნება” არასწორ გზაზე დგას, ასე არ იქცევიან დემოკრატიებში. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს უკვე არის ბელარუსის გზა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დაინახავს, რომ მისი ანგარიშები გაიყინა, ვერ მიხვდება, ჩვენ რას ვგულისხმობთ. ამის შემდეგ კი უნდა დავასანქციროთ იმ სიის წევრები, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის სიაში მოხვდნენ. ამ სიას აუცილებლად უნდა გადავხედოთ”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.