სანამ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა, ბრიუსელში ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს

“სანამ ზურაბიშვილი, კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ფარსში, სადაც საქართველოს სუვერენიტეტზე ქილიკსა და ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფას “ხბოს აღტყინებით” ისმენდა, პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მრავალმხრივ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ორივე ფეხზე მყარად მდგომ პოზიციასა და ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს”- წერს “ხალხის ძალის” წევრი სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რა კარდინალური სხვაობაა პარაზიტი “აგენტოკრატების ” მოღვაწეობასა და საზოგადო ინტერესების მსახურ ხელისუფლებას შორის კი ვხედავთ და ზუსტად ამ მასშტაბის სხვაობა გამოიხატება, მმართველ ძალასა და პარაზიტ პოლიტიკოსებს შორის, 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის მხარდაჭერით!
“სანამ ზურაბიშვილი, კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ფარსში, სადაც საქართველოს სუვერენიტეტზე ქილიკსა და ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფას “ხბოს აღტყინებით” ისმენდა მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე მინიმუმ, მკაცრი პასუხი თუ არა, ვალდებულება მაინც ჰქონდა ზრდილობის ფარგლებში, ფორმალური პასუხი გაეცა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდებისათვის…
დღეს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მრავალმხრივ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ორივე ფეხზე მყარად მდგომ პოზიციასა და ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს, ოღონდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით!
რა კარდინალური სხვაობაა პარაზიტი “აგენტოკრატების ” მოღვაწეობასა და საზოგადო ინტერესების მსახურ ხელისუფლებას შორის კი ვხედავთ და ზუსტად ამ მასშტაბის სხვაობა გამოიხატება, მმართველ ძალასა და პარაზიტ პოლიტიკოსებს შორის, 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის მხარდაჭერით!”- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში