ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სანამ გათბობას ჩართავთ, შეამოწმეთ რადიატორები“ - „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს

„სანამ გათბობას ჩართავთ, შეამოწმეთ რადიატორები“ - „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯების ასარიდებლად გათბობის რადიატორების შემოწმებას ურჩევს. ეს გათბობის ჩართვამდე უნდა გაკეთდეს, რადგან, სპეციალისტის განმარტებით, ხშირად რადიოატორში გროვდება ჰაერი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიდევნოს.
"ასეთ დროს რადიატორი არ თბება სათანადოდ და გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ხოლო ეს ნიშნავს მეტ გადასახადს თვის ბოლოს. რადიატორების ჰაერისგან დაცლა შესაძლებელია მარტივად. ამისთვის, რადიატორზე არსებული პატარა ონკანი უნდა გახსნათ და როგორც კი წყალი წყალი დაიწყებს დენას, გადაკეტოთ“, - ამბობს სპეციალისტი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.