ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა

სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა
მარტივი ჭეშმარიტებაა – იქამდე, სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ზეწოლა მოგონილი და აბსურდული მიზეზებით – იქამდე ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა.
„ხალხის ძალის ბოლო წერილზე მწერს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელშიც საუბარია კონგრესში, საქართველოს დაუსაბუთებელ კრიტიკაზე. დიახ, მარტივი ჭეშმარიტებაა – იქამდე, სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ზეწოლა მოგონილი და აბსურდული მიზეზებით – იქამდე ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლებას რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიეღო, სიტუაცია ისევ ანალოგიური იქნებოდა, ოღონდ ამჯერად კონგრესში გაგვაკრიტიკებდნენ სასამართლოს ან ცესკოს გამო. იქამდე, სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა! ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფაქტობრივად ეს არჩევნები სიკვდილ/სიცოცხლის ზღვარზე გადის!“- წერს ჩიხელიძე.
Next ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო – ეს არის მარტივი ჭეშმარიტება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.