პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები“ – რაჟდენ კუპრაშვილი

„სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები“ – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება.
კუპრაშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან მისულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუშაობას აგღძელებს.
მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის… როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი” – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში ინფორმაციას მცდარი უწოდეს. თავად რაჟდენ კუპრაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: “არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ”.
მასალის გამოყენების პირობები

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.