არქივი5 ოქტომბერი, 2024, 13:55
სამ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოში საუდის არაბეთიდან €50 მილიონზე მეტ ინვესტიცია შემოვა

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში სამ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საუდის არაბეთიდან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
ორმხრივ ბიზნესფორუმში, რომელსაც საქართველოს სავაჭრო პალატამ უმასპინძლა, საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტი ბიზნესმენი და 200-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.