„სამ ათეულ წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის ძალებს დაუღალავი შრომით აშენებენ მრავალი თაობის საამაყო სამხედროები“

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა პროფესიული დღე განსაკუთრებული პატივისცემით მიულოცა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მინისტრმა მათ სიმამაცისა და გამძლეობის სიმბოლო უწოდა. „თავდაცვის ძალების რიგებში ღირსეულად აგრძელებენ სამსახურს ჩვენი დაუმარცხებელი და გაუტეხელი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, თავდაცვის ძალების გამორჩეული ჯარისკაცები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მინისტრმა მხარდაჭერა აღუთქვა დაჭრილ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ცოცხალი გმირების გვერდით დგომა.
სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა პატივისცემა ვეტერანების მიმართ გამოხატა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეტერანების ძალისხმევით ჩამოყალიბდა თანამედროვე თავდაცვის ძალები. „მათ შექმნეს ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ქართული ჯარი, რითაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე თავდაცვის ძალებს და ასე ვამაყობთ ჩვენ დღეს“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა