ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამჯერ შეჩერების შემდეგ, გარემოს სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გადაწყვეტილება გასცა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ადმინისტრაციული წარმოება სამჯერ შეჩერდა, მათ შორის მესამედ 2 აგვისტოს, რისი მიზეზიც შპს „ტერმინალ 1“-ის წერილი იყო. აღნიშნული კომპანია ბათუმში ნავთობტერმინალს ამუშავებს და არსებული პროექტით ხელოვნური კუნძულის მშენებლობის წინააღმდეგია. სააგენტოში განმარტავენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს პოზიციით, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც „ტერმინალი 1" სარგებლობს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.