ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო მინისტრი: "სამხრეთ ოსეთზე" რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო მინისტრი: "სამხრეთ ოსეთზე" რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთზე" რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უცვლელი რჩება. ასე ეხმაურება ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განაცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით".
ე.წ. მინისტრი იმეორებს ლავროვის სიტყვებს, სადაც ის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" საქართველოს "მეზობელ ქვეყნებს" უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის მხარე ყველაფერს აკეთებს შეთანხმების მიღწევისთვის, მათ შორის, თავდაუსხმებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის კუთხით.
"ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას", - თქვა მან.
რაც შეეხება სამომავლოდ "მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას", მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთის" პოზიცია უცვლელი რჩება:
"ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.