სამხრეთ კორეის სასამართლო იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, სასამართლომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება. ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.
იუნ სუკ იოლს სისხლისსამართლებრივი დევნისგან საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს, მაგრამ ეს არ ვრცელდება ამბოხების ან ღალატის ბრალდებებზე.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ აქვს უშუალო გეგმები, თუ როგორ იმოქმედოს სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ აღადგინოს თანამდებობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა