ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო, Yonhap-ი ავრცელებს.
Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ წინადადება ქვეყნის პარლამენტში მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ და ხუთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ წამოაყენა.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინადადებას ხელი 190-მა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა.
სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვიდან 24–72 საათში უნდა ჩატარდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.