ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კიმ იონგ-ჰიონი 8 დეკემბერს დააკავეს და მას ბრალად ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში მონაწილეობა ედება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კიმ იონგ-ჰიონი პირველი ოფიციალური პირია, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.