ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დაბომბეს დასახლებული პუნქტი

სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დაბომბეს დასახლებული პუნქტი

შვიდი ადამიანი დაიჭრა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ პოჩონის რაიონში, სადაც არმიის ორმა გამანადგურებელმა შეცდომით ჩამოაგდო 4-4 ბომბი. ამის შესახებ სამხედროებსა და მეხანძრე-მაშველებზე დაყრდნობით წერს სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ი.
ინციდენტი დღეს, 6 მარტს დილით მოხდა პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებისას, რომელშიც KF-16 ტიპის გამანადგურებლებიც მონაწილეობდნენ.
შეცდომით დაბომბილ დასახლებულ პუნქტში დანგრეულია საკულტო ნაგებობა და კიდევ ექვსი შენობა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მიმართავს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ზიანის ანაზღაურებას. სარდლობის ინფორმაციით, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
სააგენტო Yonhap-ის ცნობით, პოლიგონზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, მიმდინარეობდა სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლება. მასში მონაწილეობდა 160 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.