სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ერთობლივი წვრთნები 110-ზე მეტ მსხვილ საბრძოლო იარაღს, მათ შორის სამხრეთ კორეის არმიის ტანკებსა და საზენიტო არტილერიას, ასევე, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავდა.
სამხრეთ კორეის არმიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან წვრთნები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ ახალი წელი თვითდესტრუქციული ქმედებებით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)