ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას წყვეტს

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას წყვეტს

საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში 22 დეკემბრიდან დიპლომატიურ საქმიანობას წყვეტს. თარაშ პაპასქუა, რომელიც გამოირჩეოდა პროევროპული და პროატლანტიკური განცხადებებით, მიზეზებზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში მიანიშნებს.
„ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა“, - აცხადებს ის.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების "შეჩერებაზე" ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებიდან მეორე დღეს, 2024 წლის 29 ნოემბერს, მან ფეისბუკში დაწერა, რომ „ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და ნატო“:
„გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!“
გასული წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამან საქართველოში ხალხმრავალი აქციები გამოიწვია. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.