ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ და მცირე ზომის ოპოზიციურმა პარტიებმა 300 ადგილიდან 192 მოიპოვეს.
„ეს არა მხოლოდ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება, არამედ ხალხის დიდი გამარჯვებაა“, - განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა.
საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი „ხალხის ძალის პარტიის“ ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა თანამდებობა დატოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრიც, ჰან დაკ-სუც გადადგება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.