არქივი24 ივნისი, 2024, 12:56
სამხრეთ კორეაში, ბატარეის ქარხანაში ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეის ქალაქ ჰვასონში ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ს ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ბატარეის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილობრივ სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.