ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი მაგდალენა გრონო გახდება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
“[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია განცხადებაში.
მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ცნობისთვის, 2024 წლის მაისში მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარ დიპლომატიურ მრჩევლად დაინიშნა. მანამდე გრონოს შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.