ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის ინფორმაციით, სუნიტური დაჯგუფების „ჯაიშ ალ-ადლის“ მებრძოლები რასკსა და ჩაბაჰარში მდებარე ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხნენ.
„ჯაიშ ალ-ადლის“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ირანელი ოფიცერი დაიღუპა და 10 დაშავდა. საპასუხო ცეცხლის შედეგად, დაჯგუფების 8 მებრძოლი დაიღუპა.
ცნობისთვის, „ჯაიშ ალ-ადლი“ ექსტრემისტული სუნიტური დაჯგუფებაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანსა და დასავლეთ პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში მოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.