სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება

სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება
სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან.
„მომავალი წლის ბოლომდე ძალაშია ეს ხელშეკრულება. ბუნებრივია, გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება. დაველოდოთ მოლაპარაკებების შედეგებს. არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან შედეგებზე წინასწარ საუბარი. ჩვენ მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ სათანადო გარიგება შედგება ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს