არქივი9 სექტემბერი, 2025, 16:56
სამხედრო წვრთნების გამო, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარს კეტავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთ-ბელორუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო, მისი ქვეყანა მიმდინარე კვირაში ბელორუსთან საზღვარს დახურავს.
ტუსკის თქმით, “რუსეთ-ბელორუსის აგრესიული სამხედრო წვრთნები“ „ზაპად-2025“ 12 სექტემბერს დაიწყება.
„ხუთშაბათს საღამოს ჩვენ ბელორუსთან საზღვრებს დავხურავთ, მათ შორის რკინიგზის გადასასვლელებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „ზაპად - 2025“, 12-16 სექტემბერს გაიმართება. წვრთნებში ათასობით ჯარისკაცი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.