ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც “სამხრეთ ოსეთში” შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ – ცხინვალის ე.წ. საგარეო

სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც “სამხრეთ ოსეთში” შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ – ცხინვალის ე.წ. საგარეო

ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც “სამხრეთ ოსეთში” შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, რამდენად „ზუსტად და გამჭვირვალედ“ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, „დრო გვიჩვენებს“.
„რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.