სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა ბავშვებს, ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოებზე დაყრდნობით, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი – „პიტერ პენის თავგადასავალი“ წარუდგინეს.
„მათ მულტფილმების გმირებთან ერთად სურათებიც გადაიღეს; მოგვიანებით კი, მოზარდებს საჩუქრებიც დაურიგდათ.
ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ღონისძიებას ორგანიზება უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ