პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი" - გახარიას განცხადება

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ბრა­ლიც არის, ჩვე­ნი ბრა­ლიც არის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ერ­თა­დერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი და ამ ინ­სტი­ტუტს ჰქვია ივა­ნიშ­ვი­ლი.სხვა ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ფუნ­ქცი­უ­რად გა­უქ­მე­ბუ­ლია, დის­ფუნ­ქცი­უ­რია. ახა­ლა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ახალ პრე­მი­ერს, მიმ­დი­ნა­რე პრე­მი­ერს რა­ღა­ცა­ში ეხ­მა­ლა­ვე­ბა, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ამას არ აქვს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, რომ გი­თხრათ არ მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი, ცოტა უხე­ში [ნათ­ქვა­მი] იქ­ნე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, ამის უკან არა­ნა­ი­რი ში­ნა­არ­სი არ არის იმი­ტომ, რომ მე ამ კა­ბი­ნეტ­ში მი­მუ­შა­ვია, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეტა­პობ­რი­ვად ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ში­ნა­არ­სის­გან და­ცა­ლა. პარ­ლა­მენ­ტი და­ცა­ლა, პრე­ზი­დენ­ტი სა­ერ­თოდ შე­ზღუ­და, კონ­სტი­ტუ­ცია ხომ სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი იყო ერ­თა­დერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი, პრე­მი­ე­რის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ასე თუ ისე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

დღეს, რაც ხდე­ბა, რა­საც ვხე­დავთ, პრე­მი­ე­რის ინ­სტი­ტუტ­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ნა­ი­რი აზრი და­უ­კარ­გეს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, არც მახ­სოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრე­მი­ე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. მე ჩემ თავ­ზეც ბევ­რჯერ მით­ქვამს, ეს კა­ლე­ი­დოს­კო­პი უნდა დას­რულ­დეს, არ შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს სრუ­ლად არ ჰქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც დღეს, მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, არა მხო­ლოდ პრე­მი­ე­რე­ბი, არ ვიცი, ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ, აი, სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე გან­სა­ზღვრავს მი­ნის­ტრი ვინ იქ­ნე­ბა. მე­გობ­რე­ბო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კონ­სტი­ტუ­ცია, ძალ­თა ბა­ლან­სი, სა­ერ­თოდ პარ­ტი­ას არა­ვინ ეკი­თხე­ბა პრე­მი­ე­რი ვის და­ნიშ­ნავს თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში. ყვე­ლაფ­რის ასე თავ­და­ყი­რა და­ყე­ნე­ბა არის სა­ხი­ფა­თო იმი­ტომ, რომ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ინ­სტი­ტუ­ტე­ბი დის­ფუნ­ქცი­უ­რია, ვე­ღარ ას­რუ­ლე­ბენ და­ზღვე­ვის ფუნ­ქცი­ას და ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ერთ ადა­მი­ან­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ, ყვე­ლა უნდა შევ­თან­ხმდეთ მოგ­ვწონს ეს, თუ არ მოგ­ვწონს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ბრა­ლიც არის, ჩვე­ნი ბრა­ლიც არის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ერ­თა­დერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი და ამ ინ­სტი­ტუტს ჰქვია ივა­ნიშ­ვი­ლი. სხვა ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ფუნ­ქცი­უ­რად გა­უქ­მე­ბუ­ლია, დის­ფუნ­ქცი­უ­რია უბ­რა­ლოდ და ახა­ლა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ახალ პრე­მი­ერს, მიმ­დი­ნა­რე პრე­მი­ერს რა­ღა­ცა­ში ეხ­მა­ლა­ვე­ბა, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ამას არ აქვს“

„ამი­ტომ, ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე აი­სა­ხოს ეს კე­თილ­დღე­ო­ბა, ევ­რო­პუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ უნდა იყოს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, რამ­დე­ნი­მე ელი­ტა­რუ­ლი ოჯა­ხის­თვის, ეს უნდა იყოს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში. ხალ­ხი არ უნდა გარ­ბო­დეს ემიგ­რა­ცი­ა­ში იმის­თვის, რომ ღირ­სე­უ­ლი ხელ­ფა­სი, ღირ­სე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა და კი­დევ ბევ­რი რამ ჰქონ­დეს“

აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიას ეკუთვნის.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.